loader

გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნულ ბანკზე ზეწოლაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნულ ბანკზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობას მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე ზეწოლასა და გავლენის მოპოვების ღია მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ქადაგიძემ ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიერ გაკეთებული ის განცხადება ადასტურებს, რომლითაც მან ეროვნული ბანკი საბანკო ზედამხვედელობის შესრულების პროცესში საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი განმარტებით, ქვეყნის საბანკო სისტემამ თავისი სიძლიერე და სტაბილურობა არაერთხელ დაადასტურა, რის გამოც "ანტისაბანკო ისტერიის გაღვივების და სექტორის დისკრედიტაციის მიზნით უპასუხისმგებლო განცხადებებს წერტილი უნდა დაესვას".

"მინდა დავით საგანელიძეს მივმართო – განუმარტოს საზოგადოებას და მათ შორის მეც, რას ეფუძნებოდა მისი ეს განცხადება და რაში გამოიხატება ასეთი მძიმე ბრალდება", - აღნიშნა ქადაგიძემ.