"ეს ყველაფერი უსინდისოდ, უნამუსოდ და არაადამიანურად კეთდება" - როლანდ ახალაია
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა მთელი ბოლო თვეების განმავლობაში, რათა ბაჩო ახალაია საზოგადოებაში გამოეჩინათ, როგორც მწამებელი და მკვლელი.
"ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში დაუსაბუთებელი, არარსებული ბრალდებების გამო დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრი", - აღნიშნა ახალაიამ, რომლის თქმითაც, მის შვილს შეთითხნილი ბრალდებებით ასამართლებენ.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის მამის თქმით, აღნიშნულ საპატიმროში, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს, ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება შეექმნას, ვინაიდან მასზე განხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ავტორი: ლექსო დუჩიძე