"ლილო მოლის" ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "ლილო მოლში" ხანძრის შედეგად დამწვარია 26 მაღაზია, განადგურებულია დიდი რაოდენობით სავაჭრო საქონელი.
ხანძარი ლილოში დღეს, 15 ნოემბერს, დილით, დაახლოებით, 07.00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი განსაკუთრებით ძლიერი იყო ბაზრობის მე-15, მე-16 და მე-17 რიგებში. ხანძარი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო მოდებული.
შემთხვევის ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.