loader

ჩენინგ ტატუმი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩენინგ ტატუმი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

გავლენიანმა ჟურნალმა People-მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მსახიობი ჩენინგ ტატუმი დაასახელა.

ვარსკვლავმა გამოცემის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა. როგორც ტატუმმა აღნიშნა, თავდაპირველად ეგონა, რომ აშაყირებდნენ. "ჩემს მეუღლეს ჯენას ახალი ამბავი მაშინ შევატყობინე, როდესაც ძაღლებს ვბანდით. თავიდან ვერაფრით დაიჯერა. ახლა სახელის ნაცვლად, ახალი წოდებით მომმართავს", - განაცხადა ჩენინგ ტატუმმა.

32 წლის ვარსკვლავმა თავის მეუღლეზე, ჯენა დევან ტატუმზე 2009 წელს იქორწინა.

ჩენინგმა, რომელმაც სტივენ სოდერბერგის ახალ ფილმში "სუპერ მაიკი" სტრიპტიზის მოცეკვავის როლი შეასრულა, საპატიო წოდება პლანეტის ექს-სექსსიმბოლოებისგან, ბრედლი კუპერისა და რაიან რეინოლდსისგან მიიღო.