გემრიელი და სურნელოვანი ნაყინი ჟოლოს პიურით
ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ჟოლო - 250 გრამი, ნაღები (მინიმუმ 30% ცხიმით) - 250 მლ, შაქარი - 100 გრამი, ვანილის შაქარი - 2 პაკეტი, ლიმნის წვენი - 1 სუფრის კოვზი.
250 გრამი ჟოლო საცერში გაატარეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 100 გრამი შაქარი და ურიეთ მანამ, სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება. მიღებული მასა საყინულეში შედეთ 10 წუთით. ათქვიფეთ 250 გრამი ნაღები ორი პაკეტი ვანილის შაქრით. დაამატეთ გაციებული ჟოლოს პიურე. კარგად აურიეთ და შედეთ საყინულეში 2 საათით. 2 საათის შემდეგ ნაყინს კვლავ მოურიეთ და კიდევ 1 საათით დატოვეთ საყინულეში.
მომზადებული ჟოლოს ნაყინი ჩადეთ სანაყინეში და მიართვით სტუმრებს.