დუბაიში, ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს 5 საათის მანძილზე აქრობდნენ
დუბაიში, 18 ნოემბრის ღამით, 35-სართულიან Tamweel Tower ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა. შენობიდან, სადაც 160 საცხოვრებელი ბინა მდებარეობს, ყველა მოსახლე დროულად და უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული.
ხანძარი ზედა სართულებიდან დაიწყო და შემდეგ დაბალ სართულებზეც გავრცელდა. ხანძარს რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და მეხანძრე აქრობდა. მისი სრული ლიკვიდაცია ხუთსაათიანი მცდელობის შედეგად მოხერხდა. შედეგად ათი სართული დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.