loader

გიორგი ბარამიძე არჩილ კბილაშვილს ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ბარამიძე არჩილ კბილაშვილს ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს

გიორგი ბარამიძე მმართველ გუნდს ოპონენტების მიმართ დაუფარავ მუქარასა და პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს. ეს განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ის ქვეყნის მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

ბარამიძის განცხადებით, კბილაშვილის ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "კვირის ქრონიკაში" და სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, მათ შორის, პირადად მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დადგომაზეა საუბარი, ფაქტობრივად, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას და არის ცილისმწამებელი კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ახალი მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს.

ამასთან, როგორც უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, მისი გუნდი არ აპირებს გახდეს მორჩილი ოპოზიცია და შეწყვიტოს მთავრობის ოპონირება და მწვავე კრიტიკა. ამასთან, ბარამიძის განცხადებით, თუ ვინმეს, მათ შორის, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს სურს, რომ რაიმე სახის პოლემიკა აწარმოოს მასთან და მისი გუნდის წევრებთან, მზად არიან, ნებისმიერ ღია ეთერში დასხდნენ და ტელედებატებში გამოიწვიონ ნებისმიერი ოპონენტი.