დევნილები კობა სუბელიანის და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ
დევნილთა ნაწილი ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის, კობა სუბელიანისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე დევნილებმა განაცხადეს.
აფხაზეთიდან დევნილ ელდარ გოგოხიას თქმით, უნდა მოხდეს 2011 წლის იანვარში ტაშკენტის ქ. #7-დან დევნილთა გამოსახლების ფაქტის ობიექტური გამოძიება.
დევნილებს სოლიდარობას უცხადებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის თქმით, ტაშკენტის ქ. #7-დან დევნილთა იძულებით და ძალადობით გამოსახლების გამო კობა სუბელიანისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
მისივე თქმით, დევნილებს აქვთ ინფორმაცია სისტემაში კორუფციის შესახებ, რის გამოც დევნილთა უდიდესი ნაწილი ბინებით ჯერაც დაუკმაყოფილებელია.