ჩინეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შანხის პროვინციაში რესტორანი აფეთქდა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, მაშინ როცა რესტორანში რამდენიმე ათეული ადამიანი ვახშმობდა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 47-მა სხეულის დაზიანებები მიიღო. პირველადი მონაცემების მიხედვით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 17 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.