სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს
მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახი საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს დაღუპულის დამ, ლია კრიალაშვილმა განუცხადა, გია კრიალაშვილი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და გამოძიებამ მისი დაღუპვის რეალური მოტივი უნდა დაადგინოს.
მისი თქმით, დასადგენია, მართლაც იყო თუ არა გია კრიალაშვილი მუხროვანში და სად ჰყავდათ სპეცოპერაციამდე ორი კვირით ადრე.
მისი თქმით, დასადგენია, მართლაც იყო თუ არა გია კრიალაშვილი მუხროვანში და სად ჰყავდათ სპეცოპერაციამდე ორი კვირით ადრე.