loader

მაშველები იაპონიაში სახლების სახურავებზე მყოფთა გადარჩენას ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველები იაპონიაში სახლების სახურავებზე მყოფთა გადარჩენას ცდილობენ

მაშველები იამამოტოსა და კესენუმაში სახლების სახურავებზე მყოფი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. რეპორტაჟს ამ მოვლენების შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენების საშუალებით მიმდინარეობს. მაშველებს ვერტმფრენებზე თოკებით აჰყავთ ადამიანები, რომლებმაც თავი სახლების სახურავებს შეაფარეს და შველას ითხოვენ. სახლები ისევ წყლითაა გარშემორტყმული და სამაშველო ოპერაცია რთულდება.
ამგვარი ოპერაცია ორივე ქალაქში მიმდინარეობს.  ქალაქებს 4 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღებმა გადაუარა.

11 მარტს იაპონიაში, ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კმ-ში, მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს, ათეულ ათასობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.