loader

ევაკუაციის ზონა აეს-ის გარშემო 20 კილომეტრამდე გაფართოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევაკუაციის ზონა აეს-ის გარშემო 20 კილომეტრამდე გაფართოვდა

იაპონიაში ატომური ელექტროსადგურების "ფუკუსიმა-1" და "ფუკუსიმა-2" გარშემო ევაკუაციის ზონა 20 კილომეტრამდე გაფართოვდა. როგორც იაპონური ტელეარხი NHK იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ მიიღო.

მთავრობამ ევაკუაციის ზონის 20 კილომეტრამდე გაფართოება "ფუკუსიმა-1"-ზე აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე  ევაკუაციის ზონად მხოლოდ 10-კილომეტრიანი  ზოლი  იყო გამოცხადებული. ატომური ელექტროსადგურები "ფუკუსიმა-1" და "ფუკუსიმა-2"  ერთმანეთისგან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ორივე სადგურზე მიწისძვრის შემდეგ გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. "ფუკუსიმა-1"-ზე ადგილობრივი დროით 15:36 საათზე აფეთქება მოხდა. სადგურის გარშემო რადიაციული ფონი თანდათანობით გაიზარდა. მოსახლეობას ურჩიეს, ფანჯრები არ გააღონ, გამორთონ კონდიციონერები და სახლებიდან არ გამოვიდნენ.

11 მარტს იაპონიაში, ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კმ-ში, მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე 8,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს, ათეულ ათასობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.