loader

პატარა "გრეჩიხა" არც გამგებელია, არც დეპუტატი, თანამდებობის პირები ნუ ედარებიან - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარა "გრეჩიხა" არც გამგებელია, არც დეპუტატი, თანამდებობის პირები ნუ ედარებიან - თეა წულუკიანი

მსურს, გამოძიებამ დაადგინოს, კახა გეწაძე დეპუტატი იყო თუ ხულიგანი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი დეპუტატისა და ზესტაფონის გამგებლის, კახა გეწაძის დაკავებას.

მისივე განმარტებით, გამოძიების ინფორმაციით, გეწაძემ, სავარაუდოდ, ჩაიდინა ხულიგნობა და ასევე, სავარაუდოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ნივთი დააზიანა.

ამასთან, წულუკიანი საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ გეწაძისა და ლევან გაჩეჩილაძის შვილის საქმეების ერთმანეთთან შედარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ბრალეულობების ხარისხი განსხვავებულია.

"პატარა "გრეჩიხა" არც გამგებელია და არც ყოფილი დეპუტატი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ გამგებლებს და ყოფილ დეპუტატებს – გაიაზრონ, რა თანამდებობები უკავიათ. ნუ შეუდგებიან წუწუნს და ნუ ადარებენ თავს იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც, შესაძლოა, მათი მსგავსი ქმედება ჩაუდენიათ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, გეწაძის საქმე მაგიდაზე რამდენიმე დღე ედო და ბრალის დადგენილება მხოლოდ მას შემდეგ შეადგინა, რაც ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა.

იხილეთ: დაკავებულია ზესტაფონის რაიონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე