ხელჩართული ჩხუბი ხონში "ნაციონალების" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის
ხონში საკრებულოს სხდომა, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ჩაიშალა. ამის მიზეზი ხელჩართული ჩხუბი გახდა, რომელიც საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გამართეს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები საკრებულოს თავმჯდომარედ "ნაციონალების" კანდიდატის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ.