იუსტიციის მინისტრის და პროკურორის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება - ზვიად ძიძიგური
იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და სხვებიც პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა რადიო "პალიტრის" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან დაკავშირებით. ძიძიგურმა შენიშვნა გამოთქვა კახა გეწაძის დაპატიმრების კადრების გავრცელების გამო და განაცხადა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. მან წინა ხელისუფლების ქმედებებთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას ასეთი მეთოდებით მუშაობა არაფერში სჭირდება.