ვანო მერაბიშვილის ჩვენებასა და ფაქტებს შორის წინააღმდეგობაა - არჩილ კბილაშვილი
საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ვანო მერაბიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. მისი აზრით, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაირკვეს რა მოხდა სინამდვილეში. კბილაშვილის აზრით, საგამოძიებო პროხედურები უნდა იყოს ნათელი და ობიექტური. მისი აზრით, არაფერი იყო საგანგაშო, თუ მერაბიშვილს საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებობა მიეცემოდა, რადგან ამით "არაფერი იწვებოდა" და გამოძიება მშვიდად გაგრძელდებოდა.