რვა ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი, ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას იმერეთში
იმერეთში, სოფელ წევასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის ფეხმძიმე ქალია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, შემთხვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მიკროავტობუსის მძღოლი და 7 მგზავრი. მათგან 5 - ადგილზე, 3 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანას, რომლიდანაც ჩამოვარდნილი ლითონის რულონი მის უკან მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა, თურქეთის მოქალაქე მართავდა. სატვირთო ავტომობილი ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. შსს-ს ცნობით, თურქი მძღოლი დაკავებულია.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო იძიებს.
სოფელ წევასთან უბედური შემთხვევა 3 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.