თბილისში იაპონიის საელჩოსთან ყვავილები მიაქვთ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საქართველოში იაპონიის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების ხსოვნის პატივსაცემად, სანთლები დაანთეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, სრულიად საქართველო და მსოფლიო შეძრა იაპონიაში მოხდარმა მასშტაბურმა კატასტროფამ, რომელსაც ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა.
ახალგაზრდებმა საქართველოში იაპონიის ელჩის მრჩეველს სამძიმრის წერილი გადასცეს.
"ვხედავთ იმას, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ტრაგედია გულთან ახლოს მიიტანა, ამიტომაც მინდა იაპონელი ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს საელჩოსთან და დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილები მოიტანეს", - განაცხადა ელჩის მრჩეველმა ისაუ აძაჩიმ.