loader

იგორ გიორგაძეს ღირსების ორდენიც ხომ არ მივანიჭოთ?! - მარიამ საჯაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იგორ გიორგაძეს ღირსების ორდენიც ხომ არ მივანიჭოთ?! - მარიამ საჯაია

"როცა ამბობთ, რომ "ქართული ოცნება" მოვიდა სამართლიანობის აღდგენისთვის, რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევთ სამართლიანად? იმას, რომ ხუმრობის გამო ხდება დეპუტატის სახლის ჩხრეკა, იარაღის, ნარკოტიკის და ბენზინის ტალონების ჩადება თქვენთვის არასასურველი პირისთვის, თუ ის არის სამართლიანობის აღდგენა, როცა აცხადებთ, იგორ გიორგაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და უნდა დაბრუნდეს საქართველოშიო. ღირსების ორდენიც ხომ არ მივანიჭოთ?! ჩვენ არ ვაპირებთ რიტორიკის შეცვლას თქვენი პოლიტიკური გემოვნების სასიამოვნოდ, რადგან ეს, პირველ რიგში, ჩვენი საქართველოსთვის იქნება საზიანო" - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა მარიამ საჯაიამ.