სოფელ დვანის რამდენიმე მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა
ქარელის რაიონის სოფელ დვანის მცხოვრებლებმა 12 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნებაყოფლობით ჩააბარეს.
მათი განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში იპოვეს. ვინაიდან მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.