საბავშვო პორნოგრაფიასთან საბრძოლველად გლობალური ალიანსი შეიქმნა
ინტერნეტში საბავშვო პორნოგრაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად ბრიუსელში გლობალური ალიანსი შეიქმნა. მასში გაერთიანებულია ევროკავშირის 27 ქვეყანა, აშშ, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ა.შ. გაეროს მონაცემებით, საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებით მიღებული წლიური შემოსავალი 250 მილიონ დოლარს აღწევს. "საჭიროა, რომ ინტერნეტში იკლოს ასეთი სახის ფილმების და სურათების რაოდენობამ, რათა მათში გადაღებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ჩვენ ვეცდებით, განვუმარტოთ ბავშვებს და მათ მშობლებს, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ინტერნეტში მათ მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ თუ სურათმა," - აცხადებს ევროკომისარი სესილია მალმსტრემი.
euronews.net
euronews.net