კოლუმბიელი ცოლ-ქმარი 20 წელია საკანალიზაციო მილში ცხოვრობს
კოლუმბიის ერთ-ერთი ქალაქის მაცხოვრებელი მიგელ რესტრეპო, ოც წელზე მეტია საკანალიზაციო მილში ცხოვრობს. ამჟამად საცხოვრებელს მასთან ერთად მეუღლე მარია გარსია და ძაღლი ბლეკი იყოფენ. 62 წლის რესტრეპო ოფიციალურად უსახლკარო ადამიანად ითვლება და ყოველ წუთას შეიძლება გამოასახლონ საკანალიზაციო მილიდან, თუმცა, როგორც თვითონ უჩვეულო "სახლის" პატრონი აღნიშნავს: "ეს მშვენიერია ადგილია საცხოვრებლად".