როგორ გამოვკვებოთ ორთავიანი გველი?!
თუ სასწაული მოხდა და თქვენ ორთავიანი გველის მფლობელი ხართ, მისთვის საჭმლის მიცემის დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გველის ორივე თავს საჭმელი ერთდროულად უნდა მიეწოდოს, რათა არ მოხდეს საჭმლისთვის ბრძოლა. როდესაც გველის ორივე თავი ჭამას დაიწყებს, უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ორივე თავმა ერთდროულად დაასრულოს ჭამა. თუ ერთ-ერთი თავი მეორეზე ადრე დაამთავრებს ჭამას, შეეცადეთ არ დაანახოთ "ტყუპისცალის" კვების პროცესი და მათ შორის ბარიერი მოათავსეთ. ყოველი ჭამის შემდეგ გველი უნდა დაბანოთ წყლით და საპნით, რათა საჭმლის სუნის გამო ერთ თავს მეორე თავი არ "შემოეჭამოს".
ასეთი ვიდეოგაკვეთილი განათავსა youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც გულმოდგინედ გვიხსნის, როგორ გამოვკვებოთ ორთავიანი გველის სახეობა Albino milksnake.
ასეთი ვიდეოგაკვეთილი განათავსა youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც გულმოდგინედ გვიხსნის, როგორ გამოვკვებოთ ორთავიანი გველის სახეობა Albino milksnake.