უსიამოვნო ინციდენტი, ჰიუსტონის უკვდავი ჰიტი და დუეტი ერთი მიკროფონით X Factor-ში
8 დეკემბერს ბრიტანული X Factor-ის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც სამი კონკურსანტიდან ფინალში გადასასვლელად მაყურებელს ორი უნდა აერჩია. მონაწილეებმა თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად დუეტში თითო-თითო სიმღერა შეასრულეს. თუმცა კონცერტმა ინციდენტის გარეშე არ ჩაიარა. ნიკოლ შერზინგერის და ჯამენ დუგლასის დუეტის დროს, როდესაც ისინი უიტნი ჰიუსტონის ცნობილ ჰიტს The Greatest Love ასრულებდნენ, მოულოდნელად ნიკოლს მიკროფონი გაუფუჭდა და დუეტს სიმღერის შესრულება ერთი მიკროფონით მოუხდა. თუმცა ამ უსიამოვნო ინციდენტს მათ არაჩვეულებრივ შესრულებაზე არ უმოქმედია - დარბაზიც და ჟიურის წევრებიც ფეხზე წამოუდგნენ მომღერლებს.
იხილეთ:
გარდაცვლილი ძმისთვის მიძღვნილი სიმღერა და თვალცრემლიანი ჟიური
უბადლოდ შესრულებული Listen ბრიტანულ X Factor-ში
Imagine ახალი ინტერპრეტაციით და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანულ X Factor-ში
იხილეთ:
გარდაცვლილი ძმისთვის მიძღვნილი სიმღერა და თვალცრემლიანი ჟიური
უბადლოდ შესრულებული Listen ბრიტანულ X Factor-ში
Imagine ახალი ინტერპრეტაციით და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანულ X Factor-ში