"ავტომობილების ტექდათვალიერებისთვის მოუმზადებლები ვართ" - ნათია მიქელაძე
საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ქვეყანაში ტესტირების შესაბამისი ცენტრების არარსებობის გამო გადავადდა. მომდევნო ერთი წლის მანძილზე ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა 2014 წლის 1 იანვარს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ ახალი კანონის შემოღებას.
ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მაშინ "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განახლებულიყო. გადაცემა "საქმეში" ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ ისაუბრა.