loader

უფლებაშელახული ადამიანების განცხადებების რაოდენობა 7 ათასს აჭარბებს - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უფლებაშელახული ადამიანების განცხადებების რაოდენობა 7 ათასს აჭარბებს - არჩილ კბილაშვილი

პროკურატურის ოფისებში უფლებაშელახული ადამიანების მიერ შეტანილი განცხადებების რაოდენობა 7 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ათასამდე განცხადება ეხება იმას, რომ ადამიანები პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ჩივიან.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ საპყრობილეებში ცხოვრების წესი იყო დანაშაულებრივი. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ციხეებში გამონაკლისის სახით იყო დაცული ადამიანების უფლებები. ჩვენ ვახდენთ მსგავსი საკითხებისა და იმ პირების დაჯგუფებას, რომლებიც მხილებული არიან ერთნაირ ქმედებებში, რათა ადეკვატურად დაიწყოს გამოძიება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისი თქმით, აქამდე უწყებას ჰყავდა სულ 43 გამომძიებელი საქართველოს მასშტაბით, დღეს კი მათი რაოდენობა იზრდება, თუმცა არსებობს ადამიანური რესურსების პრობლემა.