loader

"გლოცავთ მთელი გულით" - რომის პაპ ბენედიქტ XVI-ის პირველი პოსტი "ტვიტერში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გლოცავთ მთელი გულით" - რომის პაპ ბენედიქტ XVI-ის პირველი პოსტი "ტვიტერში"

რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ "ტვიტერზე" პირველი ტვიტი გამოაქვეყნა: "ჩემო ძვირფასო მეგობრები, მოხარული ვარ, რომ "ტვიტერის" მეშვეობით შემიძლია თქვენთან დაკავშირება. გმადლობთ გამოხმაურებებისთვის. გლოცავთ მთელი გულით".

პაპის სპიკერის განცხადებით, "ტვიტერზე" ბენედიქტ XVI-სთან დამეგობრება ყველასთვის იქნება შესაძლებელი. მას უკვე ჰყავს 600 ათასი მიმდევარი სოციალური სივრცის ინგლისურენოვან მომხმარებლებში. ამასთან, პაპი თავისი აიპადის საშუალებით, მორწმუნე მრევლს 9 ენაზე მიმართავს სოციალურ ქსელში.