ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ - ბიძინა ივანიშვილი
ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის ბიზნესცენტრთან შეკრებილ სოციალურად დაუცველ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა და განუმარტა, რომ ამოღებული თანხები სწორედ გაჭირვებული ხალხისკენ წავა.
"დაჩები", ყველანაირი მშენებლობა, ყველანაირი პრივილეგია, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და გამოვაქვეყნებთ. არანაირი წყნეთი, არანაირი "დაჩები", ყველაფერი გავაჩერეთ, ეს თანხები თქვენსკენ წამოვა", - მიმართა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.
მისივე განმარტებით, მთავრობა ცდილობს, პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოს და პირველ რიგში, სწორედ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, რის კონტექსტშიც, პრემიერმა მის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, პრიორიტეტებს ასეთი წესით ნუ დაარღვევენ.
"წელს გავაორმაგეთ თქვენი დახმარება, გაისად ოთხმაგს გავხდით. ამ თანხის იქით არ გვაქვს საშუალება, ასეთია ბიუჯეტი, ამისგან სასწაულს ვერ მოვახდენთ. მაშინ სხვას უნდა მოვაკლოთ. დამატებით, რასაც შეიძლება კიდევ გადავხედო, ისაა, რომ სულადობის მიხედვით შეიძლება გრადაცია გავაკეთოთ. გაგებით მოეკიდეთ, ძალიან გთხოვთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
იხილეთ: "გითანაგრძნობთ, მაგრამ ყველა პრობლემას ერთ წუთში ვერ გადავწყვეტთ" - ბიძინა ივანიშვილი სოც. დაუცველებს შეხვდა