სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს
არის პროგრესი გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "მე-9 არხის" გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად" სტუმრობისას. მან იმედი გამოთქვა, რომ გირგვლიანისა და 26 მაისის საქმეებზე ამ წლის განმავლობაში საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, "როგორც ბოლომდე გახსნილი დანაშაულის შესახებ".