სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი მე-11 ბრიგადის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ”მაესტრო” ავრცელებს. ”მაესტროს” უნფორმაციით, ამ მიზნით სასწრაფოს ექიმებმა მძღოლებთან და დამხმარე პერსონალთან ერთად აქცია გამართეს. სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გიორგი თოდუამ თათბირზე მენეჯერებს იმ თანამშრომელთა დასახელება მოთხოვა, ვინც პროტესტს გამოთქვამდა. ექიმების განცხადებით, თოდუა მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.