პონი მეტროთი მგზავრობს - უჩვეულო სანახაობა ბერლინის მეტროპოლიტენში
ბერლინის მეტროს მგზავრები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ერთ-ერთ გაჩერებაზე გოგონა შევიდა, რომელსაც თან პონი ჰყავდა. ამ სანახაობამ მგზავრები ძალიან გაამხიარულა და მათ ვიდეო და ფოტოგადაღება დაიწყეს, თუმცა მათ მხიარულებას სრულებით არ იზიარებდა მეტროსადგურის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ მეტროში ცხენით მგზავრობა კანონდარღვევაა.