loader

"კალაძეს რას ერჩით, გენიალური პიროვნებაა" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კალაძეს რას ერჩით, გენიალური პიროვნებაა" - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც პრემიერ-მინისტრმა უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია კახი კალაძის, არჩილ კბილაშვილის და თეა წულუკიანის შესაძლო გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, ამგვარი ჭორები ოპონენტებს გაევრცელებინათ.

"კახი კალაძე აქტიურად მუშაობს. კმაყოფილი ვარ იმით, რომ კარგად გაერკვა თავისი სამინისტროს შინაარსში. არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებითაც მსგავსი არაფერი იგეგმება. მით უმეტეს, საუბარი შეუძლებელია თეა წულუკიანზე. სამივენი არიან ერთმანეთზე უფრო საინტერესო პიროვნებები. არც ერთ მათგანს არაფერი ემუქრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.