loader

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დღის წესრიგის 41 საკითხიდან ექვსს საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ბათუმის მერიაში ტურისტული სააგენტოს შექმნის საკითხს.

როგორც ფრაქცია "ბათუმისთვის" თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, მერიაში ახალი სამსახურების შექმნით "ნაციონალური მოძრაობა" თავისი წევრების დასაქმებას აპირებს. მისი თქმით, მერიას ტურისტული სააგენტო არ სჭირდება, რადგან ბათუმში ტურიზმის დეპარტამენტი არსებობს:

"ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რადგან "ნაციონალების" თანამდებობის პირები დარჩნენ უმუშევრები და უნდათ დაასაქმონ მერიის სამსახურში. მაგალითად, ტურისტული სააგენტო აღარ უნდა შეიქმნას მერიაში, რადგან ბათუმში არის ტურიზმის დეპარტამენტი, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს", – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

სხდომაზე საკითხის ჩაგდებამ საკრებულოში ხმაური გამოიწვია.