იმდენი ავაშენეთ, პრემიერ-მინისტრს 50 წელი არ ეყოფა დასანგრევად - მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა მომავალი 50 წელი, რომ ჩვენი აშენებული დაანგრიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
"აქ არ არის მარტო საუბარი ცალკეული პარტიის განადგურება-არგანადგურებაზე. რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ და რამდენი ბულდოზერიც არ უნდა მომართონ, ვერავინ ვერ გაანადგურებს ჩვენს მიერ აშენებულ შენობებს. იმდენი ავაშენეთ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა მომავალი 50 წელი, რომ ჩვენი აშენებული მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება. მთავარი, ჩვენ რაც შევქმენით, არის ის, რომ შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.