სტალინი გორში ბრუნდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ძეგლის აღდგენის თანხები ჩაიდო
გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სტალინის ძეგლის აღსადგენად თანხები ჩაიდო. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ საკრებულოს 20 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, გორელმა პოლიტოლოგმა შალვა ტლაშაძემ სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის აღდგენის მოთხოვნით გორის მოსახლეობაში 3000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და პეტიციის წესით, საკრებულოს ერთი თვის წინ მიმართა.
ძეგლის აღდგენის ხარჯების გათვალისწინების შესახებ ინტერესი ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრმა "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ზურაბ როსებაშვილმა გამოხატა. ზვიად ხმალაძემ მას დაუდასტურა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ საქმისთვის თანხები ჩაიდო.
იხილეთ წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი