loader

რონალდოს და ზიდანის მეგობრების საქველმოქმედო მატჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რონალდოს და ზიდანის მეგობრების საქველმოქმედო მატჩი

პორტუ ალეგრში რონალდოს და ზიდანის მეგობრების მატჩი გაიმართა. ლეგენდარული ფეხბურთელები მსგავს საქველმოქმედო შეხვედრას ყოველ წელს, სხვადასხვა ქალაქში მართავენ.

ამჯერად "მატჩი სიღარიბის წინააღმდეგ" ბრაზილიაში, "გრემიოს" ახალ სტადიონზე გაიმართა.

ორივე გუნდის რიგებში უამრავი ვარსკვლავი ვიხილეთ. რონალდოს გუნდს სათავეში კარლოს ალბერო პარეირა ედგა, მოედანზე კი დანრლეი, დიდა, კაფუ, სერჟინიო, რევერი, ჟუნიორ ბაიანო, რობერტო კარლოსი, ვილიამი, ლუკას მოურა, ნეიმარი, ლეანდრო დამიაო, ჟუნინიო პაულისტა, ზინიო, ჯალმინია, ზიკო, როჟერი, დენილსონი, რომარიო, ბებეტო, ედმუნდო, კაკა ფერარი და პაულინიო გავიდნენ.

ზიდანის გუნდში, რომელსაც ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნიდა, თამაშობდნენ: ვიტორ ბაია, დიეგო კავალიერი, ბელეტი, ემერსონი, ფერნანდო იერო, მიჩელ სალგადო, ფერნანდო კოუტუ, ხუან პაბლო სორინი, პაოლო მონტერო, კარლოს გამარა, ჰიდეტოში ნაკატა, დეკუ, სანტიაგო სოლარი, ფრედი ლიუნგბერგი, ხუან რომან რიკელმე, კრისტიან კარემბუ, ალექსი, პედრო პაულეტა, სებასტიან აბრეუ, მარიო ჟარდელი და ფუტსალის ლეგენდა ფალკაო.

მატჩი საბოლოოდ რონალდოს მეგობრების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

www.sportall.ge