დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა" ტექნიკური უნივერსიტეტის სცენაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში პრემიერა გაიმართა. ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა" რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა. პრემიერას მწერლის შვილი მანანა დუმბაძე დაესწრო და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ნამუშევარი მოუწონა. სტუდენტებს სპექტაკლების გამართვა საპატიმროებშიც სურთ.