loader

შსს-მ ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. შსს-ს ცნობით, მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებული მაღალი გამავლობის "ჰაილუქსის" მარკის ავტომობილი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი სინამდვილეში 20 დეკემბერსაა შედგენილი. დავით კაკაბაძემ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.