ავტობუსში გაუპატიურებული 23 წლის გოგონა სინგაპურის საავადმყოფოში გარდაიცვალა
სინგაპურელმა ექიმებმა ინდოეთის საკონსულოს გადასცეს 23 წლის გოგონას გვამი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი კვირის წინ ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელის ავტობუსში ექვსი მამაკაცი მას 1 საათის განმავლობაში აუპატიურებდა, რის შემდეგაც გოგონა ავტობუსიდან გადმოაგდეს. დაზარალებული სინგაპურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმების მცდელობის - სამი ოპერაციის - მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გაუპატიურებამ ინდოეთის საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია: მოსახლეობა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. საპროტესტო აქციები დღემდე არ წყდება. ინდოეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გოგონას სიკვდილის შემდეგ პროტესი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.
euronews.net
euronews.net