ზურაბ ზვიადაურის სახლს ავტომატიდან ესროლეს - შსს-მ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა
ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს. ზვიადაურის განცხადებით, შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა. სროლა განხორციელდა სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარაზე. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
1 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მცხოვრები,1986 წელს დაბადებული გიორგი ქისტაური დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულს ზურაბ ზვიადაურის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა და დაშინების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამდენჯერმე გაისროლა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.