loader

პატრიარქს იუბილეს მსოფლიოში ცნობილი მომღერლები გალაკონცერტით მიულოცავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქს იუბილეს მსოფლიოში ცნობილი მომღერლები გალაკონცერტით მიულოცავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მსოფლიოს სხავდასხვა საოპერო თეატრში მოღვაწე ქართველი მომღერლები გალაკონცერტით მიულოცავენ.

პატრიარქისთვის დაბადების დღის მისალოცად თბილისში ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, გია ონიანი, ლადო ათანელი, ნანა ქავთარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები ჩამოვიდნენ.

თბილისშია პარიზში მოღვაწე, თბილისელი მეცო-სოპრანო სტელა გრიგორიანი. ესპანეთიდან კი აფხაზი მომღერალი ილონა მატარაძე ჩამოვიდა.

პატრიარქს საჩუქრებს რიგითი მოქალაქეებიც უძღვნიან: გოჩა სიდამონიძემ უწმინდესს ზღვის ქვებით შესრულებული პორტრეტი უსახსოვრა.

პატრიარქის საიუბილეო კონცერტზე სადირიჟორო პულტთან ერთმანეთს ნიკოლოზ რაჭველი, რევაზ ტაკიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით მუქერია შეენაცვლებიან.