აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უმაღლესმა საბჭომ პრემიები გასცა მხოლოდ და მხოლოდ ახლად დანიშნულ თანამშრომლებზე.
"უმაღლეს საბჭოში ნოემბრის თვეში გაიცა პრემიები მხოლოდ და მხოლოდ ახლად დანიშნულ თანამშრომლებზე. აქედან, ოთხ ადამიანზე გაიცა პრემია იმ მდგომარეობაში, როცა ძველი თანამშორმლები შვებულებაში იყვნენ გასული. ასევე, აგრარულ კომისიაში ანზორ დუმბაძე 19 ნოემბერს დაინიშნა და 22 ნოემბერს მასზე გაიცა პრემია. როცა ვიკითხეთ, თუ რატომ ხდებოდა ასე, პასუხი ასეთი იყო, რომ ჩვენ ვიღებდით პრემიებს "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - აღნიშნა გრძელიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თანამშრომლების მიმართ ზეწოლას უარყოფს. როგორც უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თანამშრომლებმა, ატესტაციის შედეგად უარყოფით პასუხს და პირად საქმეში ამის დაფიქსირებას ამჯობინეს, სამსახურიდან წასულიყვნენ.
მისივე თქმით, შტატგარეშე დამლაგებლებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ ხოლო პრესსამსახურის უფროსმა ნინო გრძელიძემ მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.