loader

ლონდონის მეტროს 150 წელი შეუსრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონის მეტროს 150 წელი შეუსრულდა

მსოფლიოში უძველეს მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემას 150 წელი შეუსრულდა. ბრიტანეთის დედაქალაქის, ლონდონის მეტროს დიდი ისტორია აქვს: მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის მცხოვრებლები დაბომბვების დროს აქაურობას აფარებდნენ თავს. 2005 წელს კი ტერორისტების თავდასხმის სამიზნედ იყო ქცეული.

ლონდონის მეტროს სისტემის წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ მისი კოპირება მთელმა მსოფლიომ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის მეტროს უძველესის საპატიო წოდება აქვს, ეს ფაქტორი, იმავდროულად, პრობლემას წარმოადგენს, რადგან სიძველის გამო ის სხვა ქვეყნების მიწისქვეშა სისტემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.