loader

"მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, პრეზიდენტი გავაღიზიანე" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, პრეზიდენტი გავაღიზიანე" - თეა წულუკიანი

"მიხეილ სააკაშვილმა გასცა განკარგულება, შეიქმნას ჯგუფი იუსტიციის მინისტრის ნერვების მოსაშლელად, მაგრამ მე ნერვები არ მეშლება. მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, გავაღიზიანე პრეზიდენტი იმით, რომ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამით შეშფოთებული და შეშინებულია. მინდა მას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. როგორი შავი პიარიც არ უნდა ააგოროს პრეზიდენტმა, მაინც ჩავატარებ სასამართლო რეფორმას" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინათინ ბოკუჩავას კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს რჩევებს მამა, ავთანდილ წულუკიანი აძლევს, რომელიც 1991-97 წლებში მოსამართლე იყო და ამ ხნის განმავლობაში 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა".



იხილეთ: თეა წულუკიანის მამა ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა საქართველოს ისტორიაში - თინათინ ბოკუჩავა