loader

პრეზიდენტის უფლება და ვალდებულებაა არ გამოიკეტოს ერთ სახლში, როგორც ზოგიერთები აკეთებენ - გოკა გაბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის უფლება და ვალდებულებაა არ გამოიკეტოს ერთ სახლში, როგორც ზოგიერთები აკეთებენ - გოკა გაბაშვილი

ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაჩერდეს ზუგდიდშიც, მესტიაშიც, იყოს თავის სახლში ყვარელშიც, ბობოყვათში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდის რეზიდენციაში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს სრული უფლება და ვალდებულება, რომ რეგიონებში ჩავიდეს.

"აბსოლუტურად გაუგებარი საუბრები პრეზიდენტის რეზიდენციებზე, გეგონება, ეს იყოს მისი პირადი, როგორც ივანიშვილი იტყოდა, "დაჩები", არის აბსოლუტური სისულელე და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. პრეზიდენტს აქვს ერთი სახლი ყვარელში, დანარჩენი არის სახელმწიფო რეზიდენციები. ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაჩერდეს ზუგდიდშიც, მესტიაშიც, იყოს თავის სახლში ყვარელში, ბობოყვათში, იყოს სადაც გნებავთ, ეს არის მისი და არა მხოლოდ სურვილი და უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ არ გამოიკეტოს ერთ შენობაში და ერთ სახლში, როგორც ზოგიერთები აკეთებენ",- განმარტა გოკა გაბაშვილმა.

გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.