პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებას ითხოვენ
პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირები საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 13 იანვარს გათავისუფლებული პირების მოთხოვნა ჟურნალისტებს ოკუპაციის მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გააცნო.
მისი განმარტებით, უპირველესად, პოლიტპატიმრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების წინადადებით მიმართავენ.
გარდა ამისა, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები მოითხოვენ, ოკუპაციის მუზეუმს გადაერქვას სახელი და მას საქართველოს ოკუპაციისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი ეწოდოს. ამასთან, მოეხსნას გრიფი "საიდუმლო" ყველა მათგანის საქმეს და 13 იანვარი გამოცხადდეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღედ.