არმაზ ხარძიანის ადვოკატები მისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ
არმაზ ხარძიანის ადვოკატები მისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და ირაკლი გაბრიჭიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შეძენისა და ტარების ბრალდებით 2010 წლის ნოემბერში დააკავეს. მას 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.