loader

"ბილაინი" ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ანძის მოსახლეობაზე რადიაციულ ზემოქმედებას უარყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბილაინი" ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ანძის მოსახლეობაზე რადიაციულ ზემოქმედებას უარყოფს

კომპანია "ბილაინში" ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ანძისა და ქვესადგურის მოსახლეობაზე რადიაციულ ზემოქმედებას უარყოფენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ბილაინიდან" აცნობეს, ყველა მათი საბაზო სადგური სანიტარული ნებართვით არის აღჭურვილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცემული. თავად ეს სანიტარული ნორმები კი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით შემუშავდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ქვესადგურზე ელექტრომაგნიტური ველი დასაშვებთან შედარებით 10-ჯერ დაბალია.