loader

სტუ-ს რემონტზე დასაქმებული ხელოსნები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუ-ს რემონტზე დასაქმებული ხელოსნები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

ხმაური იყო დილიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სადაც პირველი კორპუსის რემონტზე დასაქმებულმა ხელოსნებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

უნივერსიტეტის იურისტის, ბექა მაისურაძის განცხადებით, უნივერსიტეტს სარემონტო სამუშაოების მწარმოებელ კომპანია "ვესტ დეველოპმენტის" მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა მაისურაძემ განაცხადა, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის "ვესტ დეველოპმენტს" პირველ ეტაპზე 100 000 ლარი გადაერიცხა, ხოლო სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპისთვის კომპანიის ხელმძღვანელობამ მიღება-ჩაბარების აქტი 10 იანვარს წარმოადგინა. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, თანხა თვის ბოლოს გადაერიცხება.

"ვესტ დეველოპმენტის" ხელმძღვანელის, ვაჟა სურმანიძის ინფორმაციით კი, ხელოსნების სახელფასო დავალიანება თვის ბოლოს დაიფარება.