ოქრუაშვილი ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც აწყობს - ნინო ქადაგიძე-ჟვანია
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოჯახის პოზიციას არ ცვლის, - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-სთან სატელეფონო საუბრისას გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ქვრივმა, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.
ამასთან, ზურაბ ჟვანიას ქვრივის თქმით, მისთვის ოქრუაშვილის გათავისუფლება მოულოდნელი იყო.
"ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ოქრუაშვილი ასე უცებ გაათავისუფლეს. ალბათ, იქ რაღაც პროცესები მიდის, თუმცა ზუსტად მიჭირს თქმა. მე, ოქრუაშვილისგან განსხვავებით, რაც არ ვიცი, იმას არ ვლაპარაკობ. ალბათ, გაირკვევა ყველაფერი", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
18 იანვარს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "მე-9 არხთან" საუბარში განაცხადა, რომ მისი აზრით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება "მკვლელობა არ იყო".